დახურვა
სტილი
23.05.2022

იმედის ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე მილანიდან ჩაერთო პირდაპირ ეთერში თავის კოლეგებს.

ის მაყურებელს თავის თავგადასავალს უყვება - შუა ღამის ქალაქის ამბებს. საკუთარ გამოცდილებებს კი საზოგადეობას უზიარებს. 

მარიკა ბაკურაძეს მოუწია, რომ შუა ღამით ქუჩაში დარჩენილიყო. უსაფრთხოების მიზნით მან ასეთი ხრიკი მოიფიქრა: წელჩანთა მუცელთან ჩამოიკიდა, გარედან ქურთუკი შეიკრა და ორსული ქალის როლი მოირგო.

"პირდაპირი გაგებით დავრჩი ქუჩაში. წინააღმდეგობებიდან გამომდინარე სპონტანურად მოვიფიქრე ხრიკები და ჩემი უსაფრთხოება შევინახე. 

პირველ რიგში, ჩემი წელჩანთა, რომელსაც ევრპოაში მუდამ ვატარებ, პირდაპირ გავისოწრე მუცლის მიმართულებით, ჩავიცვი დიდი ქურთუკი და ეს ქურთუკი ისე შევიკარი მთლიანად, რომ შორიდან თუ ადამიანი შემომხედავდა, იფიქრებდა, რომ 5-6 თვის ორსული ვარ დაახლოებით და ამიტომ ვიფიქრე, რომ ორსულ ქალს თუ დაინახავდნენ, შეიძლებოდა, რომ ნაკლები საფრთხე ყოფილიყო ჩემთვის",- განაცხადა მარიკა ბაკურაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×