დახურვა
სტილი
13.06.2022

გურული ბიჭუნა, ლუკა შუბითიძე პოპულარული ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში მონაწილეობით გახდა – 9 წლის ბიჭის დედა, თამთა გიორგაძე ლუკაზე გვესაუბრბეა.

„უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ 9 წლის ასაკში ჩემს შვილს მთელი ქვეყანა იცნობს. ამ მხრივ დიდი ცვლილება მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა უცვლელია ის, რომ ჩვენ ისევ ხელმოკლედ ვცხოვრობთ. ახლა თბილისში ჩამოვედი სამსახურის საძიებლად. შვილების დატოვებამ კიდევ ერთხელ მომიწია. აქამდე ქუთაისში ვმუშაობდი და ბავშვის გადაღებებისთვისაც კი ვერ ვახერხებდი ჩამოსვლას, უფროსი ამის უფლებას არ მაძლევდა. ამიტომ გადავწყვიტე, თბილისში გადმოვსულიყავი და როცა ლუკა აქ ჩამოვა გადაღებებზე, მის გვერდით ვიქნები. მე ლუკას გარდა კიდევ ორი შვილი მყავს, ლუკას ტყუპისცალი გოგონა და უფროსი ბიჭი, რომელიც 11 წლისაა. ბავშვები ძალიან განიცდიან, ერთად რომ არ ვართ, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა საჭირო და იმედია, მალე ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება…“

როგორც ლუკა დედა ამბობს, როდესაც მისი ვაჟი დაიბადა, ფილტვის შეშუპება ჰქონდა, რამაც ტვინისა დ გულის შეშუპება გამოიწვია. „ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. მინდა, მის მკურნალ ექიმს, ნინო ჯაჯანიძეს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მისი დამსახურებაა, ლუკა რომ დღეს ცოცხალია. ძალიან დიდი რისკის ქვეშ იყო, მაგრამ გადარჩა…“ - განუცხადა თამთა გიორგაძემ ჟურნალ „თბილისელებს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×