დახურვა
სტილი
20.06.2022

მომღერალ თემო საჯაიასა და მოდელ მარიტა ჯანაშიას ოჯახური ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. გამომდინარე იქიდან, რომ წყვილის სიყვარული ეკრანზე დაიწყო და მაყურებელი ორივეს მანამდეც იცნობდა, მათ ურთიერთობას განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ და ასეა დღემდე.

თემო საჯაიამ ოჯახური ცხოვრების შესახებ "თბილისელებთან" ისაუბრა: ოჯახური ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვარ – არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილი მყავს. რაც შეეხება კარიერას, ამით კმაყოფილი რომც იყო, სჯობს, არ თქვა და უკეთესისკენ იღვწოდე. ვფიქრობ, რომ შემეძლო, ბევრი რამ უკეთესად გამეკეთებინა. ამიტომ, ყოველდღიურად ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად 

გამოვიყენო. ვსწავლობ, ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების არეალი გავაფართოო. ადამიანი არ უნდა იყო ჩაკეტილი და სამყაროს ვიწრო კორიდორიდან არ უნდა უყურებდე.

"სამწუხაროდ, საქმეებიდან გამომდინარე, მე ისე ხშირად ვერ ვარ სახლში. თუმცა, მიმაჩნია, რომ ცოლ-ქმარს ოჯახური საქმეები თანაბრად უნდა ჰქონდეს გადანაწილებული. არ არსებობს ისეთი საქმე, რომელსაც სახლში ვერ გავაკეთებ. ასე არის მარიტაც. ვისაც როგორ მოგვიწევს, თორემ, „ეს არ არის კაცური საქმე და ამას არ გავაკეთებ ან ეს ქალის საქმე არ არის და არ გავაკეთებ“ – მგონია, რომ ასეთი ურთიერთობა „ტეხავს“. პირობითად, ჩაქაფულს მე უკეთესად ვაკეთებ, დაუთოებაში, ალბათ, მარიტა მჯობს, მაგრამ ყოველთვის იმას ვაკეთებთ, რასაც ოჯახი მოითხოვს. ამას არ სჭირდება გაწერა, წყვილი საშუალებიდან გამომდინარე უნდა იქცეოდეს, მე ასე ვფიქრობ....

ჩვენ შვილს მარტო ვზრდით. ძიძა არ გვყავს, არც ბევრი ადამიანი გვეხმარება. რთულია, ისწავლო ცხოვრება ამხელა სიახლესთან ერთად, მაგრამ უნდა ისწავლო ახალ გამოწვევებთან გამკლავება. თუ მეუღლე, ოჯახი და შვილი გიყვარს, რის გარეშეც ოჯახი წარმოუდგენელია, ყველაფერს ისწავლი. მით უმეტეს, ძალიან სასიამოვნოა იმის სწავლა, რაც შენს შვილსა და ოჯახს ეხება. სირთულეა დროის ფაქტორიც. მე ოფიციალურად სამ ადგილას ვმუშაობ, ამას ემატება კონცერტები და გასტროლები. ამიტომ, ნაკლებად მიწევს სახლში ყოფნა, რაც რთულია, დიდი დანაკლისია, ყოველთვის მენატრება ჩემი ოჯახი და ამას ძალიან განვიცდი" - განუცხადა თემო საჯაიამ "თბილისელებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×