დახურვა
სტილი
29.06.2022

ანა ტყებუჩავა, „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი საუბრობს იმ ფინანსური პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც პოპულარული სერიალი დადგა:

„მე მოვრჩი გადადაღებებს. სხვებს აქვთ რაღაც დეტალები დარჩენილი, მაგრამ რამდენიმე დღეში დამთავრდება. გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო დროზე ადრე დავასრულეთ მუშაობა. წინა სეზონებში ივლისის ბოლომდე გვქონდა ხოლმე გადაღებები, რათა მაყურებელს მთელი აგვისტოს განმავლობაში ენახა ახალი სერიები.

"ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება, რომ შეიძლება აღარ გაგრძელდეს და ეს ჭორები საფუძველს მოკლებული არაა, მაგრამ საბოლოო პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. როგორც ყველაფერს ამ ქვეყანაში, ჩვენს სერიალსაც დაეტყო ქვეყნის არასწორი კურსი. იმის გამო, რომ ტელეკომპანიაში რეკლამების დრო შეიზღუდა, ბუნებრივია, სატელევიზიო პროდუქტის შექმნა ძალიან გართულდა. ჩვენები ყოველთვის პოულობენ ხოლმე გამოსავალს, ამიტომაც გარკვეული იმედები მაქვს“, - განუცხადა ანა ტყებუჩავამ ჟურნალ "სარკეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×