დახურვა
სტილი
29.06.2022

ეკა ჩხეიძე მამის, ცნობილი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის გარდაცვალების მიზეზს  ასახელებს და ამბობს:

„მამა თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა. არაფერი საგანგაშო არ შეგვინიშნავს. რეპეტიციის დამთავრების შემდეგ მანქანით სახლში ბრუნდებოდა, მოულოდნელად ხელების დაბუჟება იგრძნო, მანქანა გადააყენა და დარეკა. მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს, გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, აღმოჩნდა საკმაოდ დიდი ანევრიზმა აორტაზე. ასეთი ოპერაციის გაკეთება სარისკოა, ქართველი ექიმები ვერც აიღებდნენ საკუთარ თავზე. დაემთხვა ისე, რომ ანზორ მელიას კლინიკაში მოწვეული იყო ავსტრიელი ქირურგი, რომელმაც ეს ოპერაცია გააკეთა. როცა გაჭრეს, გაირკვა, რომ შუნტირებაც სასწრაფოდ სჭირდებოდა. ურთულესი პროცესი 8 საათს გაგრძელდა", - განუცხადა ეკა ჩხეიძემ ჟურნალ "სარკეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×