დახურვა
სტილი
29.06.2022

21 ივნისს მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა. ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მას კორონავირუსის რამდენჯერმე გადატანის შემდეგ, მენჯის ძვლის დაშლა დაეწყო.

მომღერლის გარდაცვალებიდან 9 დღე გავიდა. დედა სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და შვილის შესახებ წერს:

„დღეს მეცხრე დღეა ჯოჯოხეთური, გაუსაძლისი, სული და ხორცი ერთდროულად რომ კი არ მეწვის, მეხრუკება. შენ როგორ ხარ დე, ვემზადები მოვიდე, გნახო, ალბათ უკვე დაისვენე ისე იყავი ემოციებისგან დაცლილი. ტელეფონს დავყურებ ყოველ წუთს. შენს შეტყობინებას ველოდები. მაგრამ.... როგორ ძლებ ამ ხუთი წლის მანძილზე ხომ არ ყოფილა დღე, ჩვენ არ გვესაუბრა, დღის ბოლოს ყოველ საღამოს თუ არ მირეკავდი, მწერდი ...დე სახლში ვარო, უკვე ცხრა დღეა არაფერი მოგიწერია, არც დაგირეკავს, არადა გელოდები, გელოდები და დაგელოდები აბა რა ვქნა, ბიჭებიც გელოდებიან.

მათ ხომ ისე უყვარხარ ქართულად მღეროდნენ ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, სიმღერა იქით იყოს, კონცერტის დროს მათ გვარებს ქართული თარგმანით აცხადებდი, ეს ვიდეო ახლა ჩამიგდეს და რამდენ ასეთს ვნახავ, მაგრამ გავაზიარე დე, იმიტომ რომ, იციან, მაგრამ ერთხელ კიდევ ვთქვა ხმამაღლა .......ლევანიკო, ჩემო ლევანო.

სულით ხორცამდე ქართველი ხარ, დიახ, ხარ და სულ ასე იქნება „გენაცვალე შენ“ როგორც შენ იტყოდი....

„მიყვარხარ დე,  კარგი დედი “ ასე მთავრდებოდა ყოველ დღე რამდენიმეჯერ ჩვენი საუბარი“, - წერს ლევან კბილაშვილის დედა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×