დახურვა
სტილი
30.06.2022

ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე პოეტ ტარიელ ხარხელაურს ესტუმრა.

„ჩვენ საერთო ტკივილმა დაგვანათესავა, განსაკუთრებულად ვემზადები და მიხარია მასთან შეხვედრა...

რომ დავიწყე ფიქრი, რით დავიწყო, როგორ გავაგრძელო ტელევიზიაში ჩემი საქმიანობა, იმ წუთში მომინდა თქვენთან ჩამოვსულიყავი. იმიტომ, რომ მაგალითი ხართ, რომ შეიძლება გააგრძელო ცხოვრება, საქმე აკეთო, სიკეთე აკეთო, ემსახურო შენს საქმეს, შენს ქვეყანას და თან ეს ტკივილი გულში ატარო, მხრებში გაშლილმა და არ დაბეჩავდე", - აღნიშნა ტელეწამყვანმა.

ყველასთვის ცნობილია ტარიელ ხარხელაურის შვილის გარდაცვალების ამბავი...

„როცა ეს მოხდა ჩემს თავს, ლანა ღოღობერიძემ მომწერა წერილი, ბევრმა და თქვენი ლექსი, რომლის წაკითხვაც სულ მინდოდა - იქ ასეთი ფრაზაა: „ტკივილით მიწის მკბეჩელო". ამ წინადადებამ უცებ ჩემს მდგომარეობას სახელი დაარქვა" - წულუკიძემ პოეტთან საუბრისას.

„დღესაც ბურუსში ვარ, განმარტოვდები და ფიქრები წაგიღებს... ჩემი შვილის ფოტო მაქვს, ვკოცნი და ისე მივდივარ დასაძინებლად..."

ტარიელ ხარხელაურმა ის ლექსი წაიკითხა, რომელიც ნიკოლოზს ტრაგედიის შემდეგ დაუწერა...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×