დახურვა
სტილი
05.07.2022

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე განთავსებულ საზამთროს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორებმა, საბითუმო და სავაჭრო ობიექტებიდან იმპორტირებული საზამთროს ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

კვლევის შედეგებით, აღებული 12 ნიმუშიდან, ყველა მათგანში ნიტრატების ნორმა დასაშვებ ზღვარს აღემატება.

მათივე ინფორმაციით, დარღვევებთან დაკავშირებით სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა.

„ბიზნესოპერატორს დაევალა სურსათის განთავსების აღკვეთა/ამოღება/განადგურება.

სააგენტო განაგრძობს ბაზარზე განთავსებული საზამთროს ნიმუშების აღებასა და კვლევას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×