დახურვა
სტილი
08.07.2022

ეკა ხოფერიამ 50 წლის იუბილე აღნიშნა და სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:

„ამბავი ასეა. 9 ივლისს ვხდები 50 წლის. არ ვიხდი და ვიმალები, წელს ასე გადავწყვიტე. მაგრამ ჩემმა გუნდმა, აგერ, უკვე მეორე წელია, გადაწყვიტა, რომ 7 ივლისს დავიბადე. სიურპრიზი, ბუშტები, ყვავილები და ჩემთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარი - ვანო ქავშბაიას ნახატი. ის აფხაზეთიდანაა და ძალიან მომწონს.

დამალვა არ გამომივიდა. მადლობა, მადლობა, მადლობა... მთელ გუნდს. მეც ძალიან მიყვარხართ. მართლა...

p.s. სულ ვფიქრობდი, რანაირად დავხვდები ამ 50 წელს-მეთქი. ზოგი ცხოვრების ახალი სტილით ხვდება, ზოგი მინუს 25 - გინდა წლით და გინდა კილოგრამით, ისა, ესა...

ჩემს ცხოვრებაში მთავარი მიღწევისა და ასე ვთქვათ შედეგის, - ჩემი ოჯახის გარდა, კიდევ ერთი მთავარი შედეგი გაჩნდა - აფხაზეთი. ახალი და განახლებული სკოლები ჩვენი პატარებისთვის აფხაზეთიდან, განახლებული სპორტდარბაზები, ახალი პარტნიორები ევროპიდან და ამერიკიდან, ახალი პროგრამები მათთვის, ვინც ვერ სწავლობს მშობლიურ ენას, ახალი კომპიუტერები, ახალი მეგობრები ჩვენი პატარების კერძო სექტორიდან, ბიზნესიდან, ულაპარაკოდ რომ გვერდში გვიდგანან, ახალი საზაფხულო სკოლები... ენგურს აქეთ და ენგურს იქით, ჩვენს საყვარელ აფხაზეთში.

რა ვიცი, მართლა მადლობელი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ხომ შეიძლებოდა, მეცხოვრა ამ ყველაფრის გარეშე? ალბათ, არა.

აი, ასეთი 50 წელი ორი დღით ადრე, 7 ივლისს..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×