დახურვა
სტილი
09.07.2022

იტა­ლი­ელი ალე­სან­დრო კა­რუ­ზო­ზე ბოლო ერთი თვეა "ტი­კტოკ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბით ქარ­თვე­ლე­ბის გუ­ლე­ბი და­ი­პყრო. იტა­ლი­ე­ლი მა­მა­კა­ცი ქარ­თულ ფა­ნო­ღუ­რი სიმ­ღე­რე­ბის იმი­ტა­ცი­ას აკე­თებს და თან გა­ტა­ცე­ბით ცეკ­ვავს.

ალე­სან­დრო იტა­ლი­ის ქა­ლაქ ნა­პო­ლი­ში ცხოვ­რობს, სა­დაც ტან­საც­მლის მა­ღა­ზია აქვს და მისი ვი­დე­ო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ იქ არის გა­და­ღე­ბუ­ლი. გა­რუ­ჯულ იტა­ლი­ელ მა­ჩოს "ტი­კტოკ­ზე" ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე გა­მომ­წე­რი ჰყავს, მათ შო­რის ბევ­რია ქარ­თვე­ლი.

ის ამ­ბობს, რომ მისი შემ­დე­გი გა­ჩე­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო.

"ძა­ლი­ან მიყ­ვარს მუ­სი­კა და მსოფ­ლიო ხალ­ხთა სიმ­ღე­რე­ბი. ვცეკ­ვავ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლა სიმ­ღე­რა­სა და მე­ლო­დი­ა­ზე. მაგ­რამ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­მა­ჯა­დო­ვე­ბე­ლია ისე­ვე, რო­გორც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­მო­ვი­დო­დი.

მუ­სი­კა ჩემი გა­ტა­ცე­ბაა. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფერს დიდი გა­ტა­ცე­ბით ვა­კე­თებ. ძა­ლი­ან მომ­წონს სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბა, ყო­ველ­თვის ძი­ე­ბა­ში ვარ. ნა­პო­ლი­ში ბევ­რი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, პი­რა­დად ძა­ლი­ან ცო­ტას ვიც­ნობ... "ტი­კტო­კი" ჩემი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი გა­ტა­ცე­ბაა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად და­ვი­წყე... ვარ ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი, რო­გორც ამ ვი­დე­ო­ებ­ში მხე­დავთ, ზუს­ტად ასე­თი ვარ მე ცხოვ­რე­ბა­შიც. ნელ-ნელა მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ვა­ინ­ტე­რე­სებ­დი. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ თქვენც და­ინ­ტე­რეს­დით ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბით. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემს ფო­ტო­ებს და "ტი­კტო­კის" ვი­დე­ო­ებს გა­მო­აქ­ვეყ­ნებთ. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ჩემი შემ­დე­გი გა­ჩე­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო. გკოც­ნით, გეხ­ვე­ვით ყვე­ლას. სი­ხა­რუ­ლით ჩა­მო­ვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მით უფრო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ უკვე ვხვდე­ბი, რომ ძა­ლი­ან ბევრ ქარ­თველს ვუყ­ვარ­ვარ." - ამბობს იტალიელი მამაკაცი „ambebi.ge"-სთან საუბრისას.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×