დახურვა
სტილი
09.07.2022

ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას შემდეგ, რაც გადაცემა „პროფილი" ეთერში აღარ გადის 1 წელი გავიდა. ასათიანი წერს, რომ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც მას დამსახურება არ აქვს კითხულობდნენ, ხოლო ისინი, ვის ცხოვრებაშიც „პროფილი" კარიერის მთავარი ორთქმავალი იყო საერთოდ გაქრნენ.

„ერთი წელია ეთერში აღარ ვარ, საოცარი გამოცდილების წელი იყო, მგონი თავიდან ვისწავლე ცხოვრება წითელი შუქის გარეშე, რომ მეგონა აღარაფერი გამაოცებდა, თურმე ვცდებოდი! მუდმივად მკითხულობდნენ ისინი, ვის ცხოვრებაშიც არანაირი დამსახურება არ მაქვს, მკითხულობდნენ უბრალოდ, ადამიანურად...და ისინი ვის ცხოვრებაშიც "პროფილი" კარიერის მთავარი ორთქმავალი იყო, საერთოდ გაქრნენ...არადა 14 წელი ვიყავი ეთერში... რა მაგარია ტელევიზიიდან რომ წამოვედი, ეს ყველაფერი უნდა მენახა და მეგრძნო..ზუსტად ამას ვასწავლი ჩემი კოლეგების ახალ თაობას, მადლობის თქმა არ დააგვიანდეთ და კიდევ ...ღირსეული "ნახვამდის" თქვან იქ, საიდანაც დაიწყეს!", - წერს მაია ასათიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×