დახურვა
სტილი
09.07.2022

მოდელმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა ამერიკელ ქმართან გაცნობის დეტალებზე პროექ "პრაიმ ჰაუსში" ილაპარაკა.

"ბევრი წარუმატებელი ურთიერთობა მქონდა. დავფიქრდი და მივხვდი, რომ მინდოდა ისეთი ადამიანი, ვინც ჩემზე არაფერი იცოდა. მინდოდა მისთვის სუფთა ფურცელი ვყოფილიყავი. ამ დროს გავიცანი ბენი, თუმცა ვერც კი წარმომედგინა და აბსურდად მეჩვენებოდა ჩვენი ურთიერთობს გაგრძელება.

ერთ დღეს მე და ჩემი მეგობარი ვუყურებდით ფილმს "რეალური სიყვარული". იქ არის ერთი სცენა, სადაც ინგლისელი ბიჭი ბევრი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ სიყვარულის საძიებლად აშშ-ში მიემგზავრება. ამ სცენამ დამაფიქრა. ფილმის ყურების დროს დროს ბენმა მომწერა ასეთი შინაარსის შეტყობინება - "მე მგონი ჩემს ცხოვრებაში შენსავით არავინ მომწონებია, ხომ არ მოგიყვანო ცოლად?"

ვუპასუხე - "ხომ არ ჩამოვიდე?".

მომწერა ჩამოდიო. ეგრევე ვიყიდე ბილეთი და გავფრინდი აშშ-ში.

ბენი ძალიან მომეწონა და დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც.

დღეს ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ურთიერთობებზე. პირველი 1 წელი "აფეთქებული სიყვარულის" პერიოდი იყო. მერე წელი ჩვენი კულტურული ფასეულობების შერკინება და ბევრი გაუგებრობა. მესამე წელს დავიწყეთ ერთმანეთის გაგება. ბავშვის დაბადების შემდეგ ისევ აირია ურთიერთობა, თუმცა ბენმა შეიძლება ითქვას ამიტანა და ამის შემდეგ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა", - იხსენებს ნუკი კოშკელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×