დახურვა
სტილი
03.07.2021

ვერძი

სამსახურის საქმეები მთელ დრო წაგართმევთ, მაგრამ თუ მიზანი დაისახეთ, რომ უნდა დაწინაურდეთ ან გაიმარჯვოთ, იბრძოლეთ. ნუ ეტყვით ახლობლებს დახმარებაზე უარს. უქმეები ოჯახს დაუთმეთ. მეტად ენდეთ საყვარელ ადამიანს და დეტექტივის როლს ნუ ასრულებთ.

კვირის საუკეთესო დღე: 5, 11 ივლისი

 

კურო

გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან, გაუთავისუფლეთ ადგილი ახალს, რომელსაც ახალმთვარეობის შემდეგ შეიძენთ. ოჯახის წევრებს თქვენგან მხოლოდ ტკბილი სიტყვა უნდა ესმოდეთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ; შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტთ.

კვირის საუკეთესო დღე: 7, 9 ივლისი

 

ტყუპი

ახლობლების ჯანმრთელობაზე მოგიწევთ ზრუნვა. ზოგიერთი ძველი რომანის განახლებას გადაწყვეტს. იყავით

საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანის ერთგული. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან.

კვირის საუკეთესო დღე: 8, 10 ივლისი

 

კირჩხიბი

დროულად დაასრულეთ დაწყებული საქმეები, რათა მეტი დრო დაგრჩეთ მხიარულებისთვის. მეტი პატივისცემა გმართებთ საყვარელი ადამიანის და მისი ნათესავების მიმართ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ, გაბუტულებს - შერიგება.

კვირის საუკეთესო დღე: 7, 10 ივლისი

 

ლომი

კარგია სურვილებში გარკვევა, საკუთარ თავში ჩაღრმავება. 10-მდე მოიცილეთ ყველაფერი უსარგებლო - ადამიანებიც და ვალდებულებებიც. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მოსიყვარულე უნდა იყოთ. ახალი ნაცნობები შეიძლება სეირნობის დროსაც კი გაიჩინოთ.

კვირის საუკეთესო დღე: 5, 10 ივლისი

 

ქალწული

მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. ეცადეთ, ეს პერიოდი მშვიდად გაატაროთ, ზედმეტი ფორიაქის გარეშე. საყვარელ ადამიანთან დამოკიდებულება გაგიუმჯობესდებათ, თუ სწორ სიტყვებს გამონახავთ და ქცევაც ასეთი გექნებათ. სიტუაცია თქვენგან გადაწყვეტილებების სწრაფ მიღებას მოითხოვს.

კვირის საუკეთესო დღე: 10, 11 ივლისი

 

სასწორი

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და არ გაგიჭირდებათ რთულ საქმეებთან გამკლავება. საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ მზრუნველობას და ყურადღებას ითხოვს. უქმეები ერთად, რომანტიკულად გაატარეთ. სიყვარულისა და სინაზის გამოვლენა კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს.

კვირის საუკეთესო დღე: 7, 10 ივლისი

 

მორიელი

თავდაჯერებულად და გაბედულად იმოქმედეთ. გამონახეთ დრო რომანტიკული მოგზაურობისთვის საყვარელ ადამიანთან ერთად. მარტოხელებს საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით მგზავრობისას, სამსახურში. უქმეები თავგადასავლებით იქნება აღსავსე.

კვირის საუკეთესო დღე: 7, 11 ივლისი

 

მშვილდოსანი

მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას საქმიან პარტნიორებთან. მშვიდად გაერკვიეთ სიტუაციაში. 11-ში ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მამაკაცებთან. გაგიმრავალფეროვნდებათ სექსუალური ცხოვრება.

კვირის საუკეთესო დღე: 5, 9 ივლისი

 

თხის რქა

საქმეების საუკეთესოდ შესრულებისთვის კოლეგებისგან მხარდაჭერა და აღიარება გელით. საყვარელ ადამიანში ეცადეთ შეამჩნიოთ მხოლოდ კარგი. ცუდზე კი თვალები დახუჭოთ. მარტოხელები იყავით მზად რომანტიკული ნაცნობობისთვის.

კვირის საუკეთესო დღე: 6, 11 ივლისი

მერწყული

სწრაფად და დაკვირვებულად უნდა იმოქმედოთ. შეხვედრების, სასიამოვნო ნაცნობობის კვირაა, სასიამოვნო ცვლილებები გელით დაწყვილებულებს. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება უქმეები ერთად, რომანტიკულად გატარება შემოგთავაზოთ.

კვირის საუკეთესო დღე: 7, 9 ივლისი

თევზები

მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ ფიქრობთ, მოისმინეთ კრიტიკაც და გამოიტანეთ ობიექტური დასკვნა. შეყვარებულების ცხოვრებაში მოიმატებს რომანტიკულობა. შეიძლება გადაწყვიტოთ ერთად ცხოვრება. მარტოხელებს კი სასიამოვნო უქმეები გელოდებათ, საინტერესო ნაცნობობით.

კვირის საუკეთესო დღე: 9, 10 ივლისი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×