დახურვა
სტილი
18.07.2022

ნინო გაჩეჩილაძე ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. მსახიობს ბევრი ოდრი ჰეფბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს. ნინოს გულშემატკივრები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას მის „ინსტაგრამგვერდზე" გამოქვეყნებული ფოტოების ქვეშ გამოხატავენ.

ცოტა ხნის წინ ნინომ „ბაიასთან“ სტუმრობისას პირადი ცხოვრების შესახებაც ისაუბრა და მიუხედავად იმისა, რომ პირად დეტალებზე თითქმის არასდროს საუბრობს, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი განიხილა:

“რაც უფრო მეტი დავთმე, თუნდაც პირად ცხოვრებაში, მით მეტი შეცდომა დავუშვი. ქალმა როცა იცის, რომ მართალია, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, მერე სხვა ადამიანთან, არ უნდა წავიდეს დათმობაზე, თუნდაც იმიტომ, რომ სხვას ასიამოვნოს. თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებ, მაგრამ გარშემო ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გინდა”, - თქვა ნინომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×