დახურვა
სტილი
20.07.2022

„ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სეზონის დასკვნით სერიაში ჟურნალისტის ეპიზოდური როლი დეა აფციაურმა მოირგო და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. კადრს მიღმა დეა პროფესიით ჟურნალისტია და შესაბამისად, გადაღებების დროსაც არ გასჭირვებია როლში შესვლა. დეას სერიალთან და მოგზაურობასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ – ცოტა ხნის წინ ის და მისი მეუღლე, ოთო აბესაძე, ლატვიიდან დაბრუნდნენ.

"ჩემი მეუღლე და ჩემი დედამთილი რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორები არიან. ახლახან ამ უნივერსიტეტის 160 წლის იუბილე იყო და მასშტაბურად აღნიშნეს, ჩვენც ვიყავით მიწვეულები და ერთი კვირით ლატვიაში გავემგზავრეთ. შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი, გარდა იმისა, რომ ქვეყნის ღირსშესანიშნაობები მოვინახულეთ და ძალიან მომეწონა, გაოცებული დავრჩი ლატვიელების სტუმართმოყვარეობით. უზომოდ თბილი და მოსიყვარულე ხალხია. ისეთ ყურადღებას იჩენენ, შეიძლება, ცოტა უხერხულობაც კი შეგიქმნან, ამაში ქართველებს გვგვანან. უნდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ჩვენი პირველი მოგზაურობა კირას გარეშე...ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წყვილმა ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე უნდა დაუთმოს დრო საკუთარ თავს და განმარტოვდეს, ეს საჭიროც არის. აქ არ ვგულისხმობ აუცილებლად უცხოეთში გამგზავრებას ან რაიმე მსგავსს. მე და ჩემი მეუღლე ყოველ საღამოს, ბავშვის დაძინების შემდეგ, განვმარტოვდებით და იმ დღის ამბებს განვიხილავთ. წყვილს უნდა ჰქონდეს თავისი პირადი სივრცე, რომ ისაუბრონ და აზრები გაცვალონ. უცხოეთში თუ არა, საქართველოში ორ კვირაში ერთხელ მაინც ვცდილობთ ერთი დღით სადმე გასვლას და დროის ერთმანეთისთვის დათმობას. ეს ბავშვზეც კარგად მოქმედებს, რადგან მშობლების ჯანსაღი ურთიერთობა დადებითად აისახება პატარებზე", - განუცხადას "თბილისელებს" დეა აფციაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×