დახურვა
სტილი
27.07.2022

მომღერალი და ტელეწამყვანი თამთა ასათიანი წერს იმ შემთხვევის შესახებ, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში მას და მის ქალიშვილს გადახდათ:

„გუშინ ეზოში თამაშისას ლენკას ხელი ამოუვარდა, სასწრაფომ ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში წაგვიყვანა, სადაც ასევე ერთ-ერთი წამყვანი ტრავმატოლოგი დაგვხვდა – ნახა ხელი, გადაამოწმა ჩავუსვიო, ლენკა ისევ ტიროდა და ვთხოვე კარგად ენახა, კიდევ ერთხელ შეამოწმა და გამომიშვა. მთელი ღამე ტირილში გავათენეთ, ბავშვი ხელს ვერ ამოძრავებდა, ტკივილისგან ერთი წამი ვერ დაიძინა და დილით იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში წავედით, სადაც რა თქმა უნდა, მომენტალურად გაირკვა, რომ იმ ექიმმა ხელი ვერ ჩაუსვა ბავშვს და მთელი ღამე ამოვარდნილი ხელით გაატარა. იაშვილიდან ზუსტად ორ წუთში წამოვედით სიმღერ-სიმღერით. არც კლინიკის დასახელებას ვაპირებ ბევრი მიზეზის გამო და არც ექიმის, უბრალოდ, ძალიან „ტეხავს“…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×