დახურვა
სტილი
29.07.2022

„რუსთავი 2"-ში ახალ სეზონზე დიდი სიახლეებია. „სხვა შუადღის" წამყვანებმა აჩკო სოლოღაშვილმა და თიკა ფაცაციამ დილის გადაცემაში გადაინაცვლეს, ხოლო გვანცა დარასელია „რუსთავი 2"-ის მაყურებელს დაემშვიდობა:

„ეს 15 წელი ჩემი ცხოვრების საუკეთესო დასაწყისი იყო, რადგან 32 წლის ვარ და მგონია, რომ ეს დასაწყისია. მართალია, ვხურავ ამ 15-წლიან ურთიერთობას ჩემს „რუსთავი 2"-თან, მაგრამ დიდი მადლობა ამ არხს. და ძალიან ამაყი ვარ. ჩამოვყალიბდი პროფესიულად, მინდა, გამოვიყენო ეს სულ სხვა სივრცეში. ძალიან მინდა, განვვითარდე და სიახლეები დაიწყოს ჩემს ცხოვრებაში. მგონია, რომ სწორედ ახალი ცხოვრების, ახალი სუფთა ფურცლის დასაწყისი იქნება ჩემთვის და ბევრად მაგარი რაღაცები მელოდება წინ. მართლა, ჩემი ცხოვრების დასაწყისად აღვიქვამ ამ 15 წელს, პროფესიას, რომელიც ამ წლებმა მომცა და ადამიანებს, რომლებიც გამაცნო აქ მუშაობამ..."

წყარო: „fortuna.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×