დახურვა
სტილი
06.07.2021

დადგა ზაფხულის არდადეგები. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ქალაქის დაბინძურებული ჰაერი, დახურულ ოთახებში ხანგრძლივი ყოფნა, ცხოვრების უმოძრაო წესი, კომპიუტერი და ტელევიზორი ბავშვის სხეულის დამცავი ძალების დაქვეითებას იწვევს. ამიტომ, ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი დასვენება და რაც შეიძლება მეტი დროს გატარება სუფთა ჰაერზე. თუმცა დასვენებასა და კურორტების შერჩევასთან დაკავშირებით, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე Mshoblebi.ge-ს მკითხველს ძალიან საინტერესო რჩევებს უზიარებს ზაფხულში დასვენებასა და უსაფრთხოების წესებზე:

ზღვის ჰაერი ზღვის მარილის ნაწილაკებითა და წყალმცენარეების ფიტონციდებით გაჯერებული, მტვრისგან გაწმენდილი, უარყოფითი ჰაერის იონებით მდიდარი, ნამდვილი ხსნაა ქალაქების მტვრიანი და დაბინძურებული ჰაერის შემდეგ. ზღვაზე ასეთი დასვენების შემდეგ, თქვენ დაივიწყებთ, რა არის ხშირი გაციება ბავშვებში.

ყველას გამოცდილი გვაქვს ზღვის ტალღების ხმის დამამშვიდებელი მოქმედება. ზღვის წყალი შეიცავს ბრომის მარილებს, რომლებიც ხელს უწყობენ დაღლილობისა და გაღიზიანების შემცირებას. ზღვის წყალში შემავალი იოდი საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის სათანადო ფუნქციონირებისთვის, ის ამცირებს შფოთვას. ზღვაში ცურვის შემდეგ სხეულზე წარმოიქმნება ე.წ. მარილოვანი საფარი. თუ თქვენს შვილს არ აქვს ზღვის წყალზე კანის გაღიზიანება, ნუ იჩქარებთ მარილის ჩამორეცხვას. წყლის ქიმიური შემადგენლობა ახლოსაა ადამიანის სხეულის სისხლის და უჯრედშორისი სითხის შემადგენლობასთან. ნატრიუმის, ქლორის, მაგნიუმის, კალიუმის, ბრომის, იოდის იონები აღწევენ სხეულში, რაც დადებითად მოქმედებს მისი ყველა სისტემის მუშაობაზე. მარილის "გამაძლიერებელი" მოქმედება სასარგებლოა სასუნთქი სისტემის, ნერვული, საჭმლის მომნელებელი, კუნთოვანი, კარდიოვასკულური, ენდოკრინული სისტემის დაავადებების და კანის დაავადებების დროს.

მშობლები ხშირად აფიქსირებენ ბავშვების სწრაფ განვითარებას დასვენების შემდეგ. აქ სამი ფაქტორი ერწყმის ერთმანეთს: პირველ რიგში, ზღვის წყალი და ჰაერი იოდის წყაროა - მიკროელემენტის, რომლის ნაკლებობა ასუსტებს მეხსიერებასა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. მეორეც, დასვენება ახალი შთაბეჭდილებების წყაროა. მესამე, ქვიშაზე და კენჭებზე სიარული კარგი ტრენინგია წვრილი მოტორიკისთვის. ყველაფერი ეს მეტყველებისა და აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

გაითვალისწინეთ, რომ იოდის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ჰაერში აღინიშნება დილაადრიან და საღამოს საათებში. ამიტომ, ეცადეთ, ბავშვი ადრე გაიღვიძოთ, საღამოები კი ზღვის პირას გასეირნებას დაუთმოთ. ზღვის წყალში ცურვის სარგებელი არ არის ზღვაზე  დასვენების ერთადერთი პლუსი. სუფთა ჰაერზე სიარული, მზის აბაზანები, თბილი ქვიშა, კენჭებზე სიარული ყველაფერ ამას თავისი ეფექტი აქვს. ცურვის სწავლა ყველა ოჯახის პრიორიტეტი უნდა იყოს. ეს არის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარი, რომელსაც შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს დახრჩობის თავიდან ასაცილებლად. ბავშვებმა და მათმა მშობლებმა უნდა ისწავლონ ცურვა, რათა წყალში იყვნენ დაცული და გაერთონ! ბავშვები სხვადასხვა ტემპით ვითარდებიან და ყველა მზად არ არის, ზუსტად ერთსა და იმავე ასაკში დაიწყოს ცურვის გაკვეთილები. თქვენი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეთ თქვენი ბავშვის ემოციური სიმწიფე, ფიზიკური განვითარების შესაძლებლობები და კომფორტის დონე. ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით,  ცურვის შესწავლა მრავალი ბავშვისთვის შესაძლებელია დავიწყოთ 1 წლის ასაკიდან. ცურვის შესწავლა 4 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის სავალდებულოა ოჯახების უმეტესობისთვის.

იხილეთ სრულიად: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×