დახურვა
სტილი
10.08.2022

ტელეწამყვანი თათია შარანგია მამას დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„მამა, შენ ხარ ადამიანი, რომელიც სამყაროს მირჩევნია. რომლის ბედნიერი თვალები არის ჩემი საყრდენი, იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება, შენი ნათქვამი „მამი, რა განერვიულებს, აგერ არ ვარ?" - მინდა მესმოდეს 1000 წელი! კაცის იდეალი შენ შექმენი ჩემს წარმოსახვაში და გულწრფელად ვისურვებ ჩემი სამივე შვილი დაგემსგავსოს. ვცდილობ, შენი თვალებით ვუყურო სამყაროს, მაშინ ვიცი ვერ გავბოროტდები, მაშინ ვიცი ბევრ სიკეთეს გავაკეთებ, მაშინ ვიცი ისე ვეყვარები ადამიანებს, როგორც შენ უყვარხართ მა! შენ ყველას სიყვარული დაიმსახურე და ყველას გულში გამორჩეული ადგილი დაიკავე! მინდა სულ მყავდე ჩემს საყრდენ კედლად, მინდა ათასი წელი გვყავდე მე, მარიამს, ლუკას, შენს მიერ გადედოფლებულ დედას! ეგოისტურად მინდა არასდროს დაიღალო, სულ ასეთი ენერგიული და სულ ასეთი ჩემი მამიკო იყო!! გაგვაძლიერე შენი გვერდში დგომით მა! არასდროს დაიღალო და გვაბედნიერე შენი ჯანმრთელობით და სიცოცხლის სიყვარულით! სანიზე ვამბობ, მეშინია არ დაიკარგოს ცხოვრებაში, იმდენად კეთილია-თქო. შენ დაიკარგე? არა მა! შენ სამუდამო, წარუშლელ კვალს ტოვებ შენი შთამომავლობის მომავლისთვის. დაბადების დღეს გილოცავ მამა! იყავი ჯანმრთელი, იყავი ბედნიერი და იყავი იღბლიანი. სიგიჟემდე მიყვარხარ!", - წერს თათია შარანგია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×