დახურვა
სტილი
26.08.2022

გვანცა დარასელიამ წელს ერთი კვირით დიდ სამეგობროსთან და ოჯახის წევრებთან ერთად თურქეთის ერთ-ერთ კურორტს მიაშურა, სადაც საინტერესოდ დასვენება და გართობა მოახერხა. ყველაზე მთავარი მისთვის ის ახალი გამოცდილებაა, რომლებიც შვილებთან ერთად შეიძინა… fortuna.ge-სთან დასვენების შესახებ ისაუბრა და ჩვენს კითხვებს უპასუხა.

"სასტუმროს ხარისხის მიხედვით. ვინაიდან ძალიან დიდი ჯგუფი ვიყავით წასული, ყველა გემოვნებისთვის უნდა შეგვერჩია, ყველა ასაკის ბავშვი გვახლდა და შევარჩიეთ ისე, რომ ყველა ჩვენგანს მოსწონებოდა. შესაბამისად, უკვე მესამე წელია, ერთკვირიან გასვლას თურქეთში ვგეგმავთ ხოლმე...

ძირითადი მიზეზი, რის გამოც თურქეთზე ვაკეთებთ ხოლმე არჩევანს, არის გარანტირებული ამინდი და გარემო, სადაც ზუსტად იცი, რა გხვდება, ამიტომ აჭარაში დასვენება ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტია ამ თვალსაზრისით, თან, ყველაფერი ისე გაძვირდა, რომ მირჩევნია, მთელი წლის განმავლობაში გავაკეთო რაღაც დანაზოგი და ვიცოდე, რომ დავისვენებ ისე, როგორც შეეფერება გადახდილ ბიუჯეტს. თან, იმდენად ბევრი გასართობია ერთ სივრცეში ბავშვებისთვის, რომ მშობელიც და ბავშვიც ახერხებს დასვენებას, ამიტომ ვარჩევთ ხოლმე თურქეთს, თუმცა მაინც მგონია, რომ მომავალი წლისთვის სხვანაირ გეგმებს დავსახავ",- განუცხადა გვანცა დარასელიამ "ფორტუნას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×