დახურვა
სტილი
26.08.2022

ქართელი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას პროფილის სურათზე კომენტარი მისმა მასწავლებელმა, მანანა მერაბიშვილმა დაწერა. მის ამ ნაწერს გულშემატიკვრების მხრიდან აჟიოტაჟი მოჰყვა. პედაგოგი დარიგების გამო ბევრმა გააკრიტიკა. წერდნენ, რომ კვარაცხელიას სწავლა არ სჭირდება და ის ფულს ფეხებით შოულობს.

"ხვიჩა, მარტო სირბილი ვერ გიშველის, გაკვეთილები ისწავლე!!!", - წერდა მერაბიშვილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ მანანა მერაბიშვილმა იხუმრა და სინამდვილეში ხვიჩა კარგი მოსწავლე იყო.

მან ფოტოზე შემდეგი კოემნტარიც დაწერა - "ჩემი საყვარელი მოსწავლე! როგორი ჭკვიანიც იყო გაკვეთილზე, ისეთივე გონიერია მოედანზე!!!".

tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×