დახურვა
სტილი
27.08.2022

გურული ვლოგერი, გივიკო დიდია სოციალურ ქსელში წერს, რომ დიდი ხანია დეპრესიას ებრძვის.

„მიუხედავად იმისა რომ არ მეტყობა, ძალიან ცუდად ვარ ჩემო მეგობრებო და წლებია საშინელ დეპრესიას ვებრძვი. ახლა ისე მიჭირს როგორც არასდროს, მაგრამ მაინც ბრძოლას მიჩვეული კაცი ვარ და მარტივად არ ვნებდები. მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ვისაც გულწრფელად გიყვარვართ და ერთი თბილი სიტყვის თქმა , რომ არ გენანებათ არასდროს. თქვენ მაძლევთ ძალას ყოველდღე. თქვენ მაგრძნობინებთ რომ გჭირდებით. ოჯახს გეფიცებით გაუცნობლად მეძვირფასებით და ძალიან გიფრთხილდებით უკვე ბევრი წელია...

მაპატიეთ ჩემი გულწრფელობა . ხომ მიცნობთ სხვანაირად არ შემიძლია. ყოლიფერ საუკეთესოს, ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას გისურვებთ. სიყვარულით, გივიკო გაჯენჯილი", - წერს გივიკო დიდია.

tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×