დახურვა
სტილი
01.09.2022

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ექიმებმა მისი შვილისთვის პროთეზის გაკეთებაზე იმედი საბოლოოდ გადაუწურეს.

„დღეს დათიკო გვყავდა კონსულტაციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან რეაბილიტაციის ცენტრ ლევინშტეინში. საბოლოოდ გადაგვიწურეს იმედი პროთეზის დაყენებაზე…. იმპლანტატი ჩადგმაც წარმოუდგენელია, ფიზიკურად არაფერია რაზე უნდა მიმაგრდესო… არც ამათ ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა, ისევე, როგორც გერმანიაში გვითხრეს მორიდებით….არსად წერია, არსად გვისწავლია და არ ვიცით რა შეიძლება გაკეთდესო. დაჯდომაც პრობლემაა, რადგან შინაგან ორგანოებს არაფერი იცავს და შეიძლება დაზიანდესო… ტყუილად მეგონა რომ მედიცინა სასწაულებს ახდენს ამ ეპოქაში…“, - წერს ქრისტინე მამუკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×