დახურვა
სტილი
01.09.2022

სასურველია, მაგნიტური ქარიშხლების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ და სხეული მოსალოდნელი ზემოქმედებისთვის მოვამზადოთ.

როგორი იქნება მზის აქტივობა და გეომაგნიტური მდგომარეობა შემოდგომის პირველ თვეს?

6 სექტემბერი — ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც ერთი დღე გაგრძელდება.

10 სექტემბერი — ასევე ერთდღიანი დაბალი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი.

13-16 სექტემბერი — საშუალო ინტენსივობის, მაგრამ სექტემბრის ყველაზე ხანგრძლივი მაგნიტური ქარიშხალი.

22 სექტემბერი — უმნიშვნელო გეომაგნიტური რყევები. 

26 სექტემბერი — ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი. მაგნიტური ქარიშხლის შესაძლო გავლენა ჯანმრთელობაზე მაგნიტური ქარიშხლები, გეომაგნიტური რყევები, მზეზე აფეთქებები და ზოგადად, მზის აქტივობის ზრდა ხშირად ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მაგნიტურ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ. როგორ შევამციროთ მაგნიტური ქარიშხლების უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე? მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები ქრონიკული დაავადებების გამწვავების შემთხვევისთვის.დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესები: სწორად იკვებეთ, ბევრი იარეთ და იმოძრავეთ.ნუ გადაიღლებით და ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ.დალიეთ საკმარისი ოდენობის სუფთა წყალი (განსაკუთრებით ზაფხულში) და მცენარეული ჩაი. შეამცირეთ ან უარი თქვით მაგარ ყავასა და ალკოჰოლზე. შეძლებისდაგვარად, მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×