დახურვა
სტილი
08.07.2021

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საზაფხულო ჩაცმულობასა და მზიან დღეებში თავსაბურავის მნიშვნელობაზე საუბრობს: 

- უკიდურესად გაშიშვლება, ტენდენცია, რომელიც ზაფხულში ყველაზე თვალშისაცემია, ორგანიზმის გაგრილებას ხელს არ უწყობს. პირიქით, გაცილებით ეფექტური შეიძლება იყოს თხელი, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული, აუცილებლად ღია ფერის ქსოვილები. მუქი ფერის ქსოვილები შთანთქავენ ტალღებსა და სითბოს, შესაბამისად, ორგნიზმის გადახურებასაც ხელს უწყობს. ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, სად ვცხოვრობთ. საქართველოში ერთდროულად სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაცვა გვჭირდება. თავსაბურავი ჩვენთან აქტუალური არ არის. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები არც თვლიან საჭიროდ. თავის დაბურვა ორგანიზმის დაცვისა და თერმორეგულაციის უზრუნველყოფის საშუალება. ცენტრალური ორგანოს დაცვა გადახურებისა და მრავალი სხვა პროცესისაგან გადამწყვეტია. სასურველია, რომ თავსაბურავიც ღია შეფერილობის, მაქსიმალურად ნატურალური იყოს, რომ არ ჩახურდეს. საუბარია არა მარტო კანზე, არამედ კანქვეშ მდებარე ორგანოებზე. სითბური ტალღების მთავარი სამიზნე ბავშვები, მოხუცი ადამიანები, ორსულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან. ნუ მოგერიდებათ და ნუ ჩათვლით, რომ თავსაბურავი უადგილოა თქვენს ჩაცმულობასთან კომბინაციაში. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. მესმის, ბავშვებს შიშვლად სიარული უყვართ, მაგრამ გაცილებით მეტი სიფხიზლე გვმართებს მათი თავის, კანის, სხეულის ნებისმიერი ნაწილის დასაცავად. ბავშვი თავსაბურავით უნდა გადიოდეს გარეთ. შეიძლება დილაა, ადრეა და გეჩვენებათ, რომ მზე ისეთი მჭახე და შემაწუხებელი არაა, მაგრამ მას ეს ძალიან სჭირდება. ვისარგებლებ

შემთხვევით და გეტყვით, მწვანე ზონაში გადაადგილებისას ჩვენ კიდევ ერთი რისკი გვაქვს. ესაა უშუალო კონტაქტი მწვანე საფართან და იმ უხილავ მწერებთან და პარაზიტებთან, რომლებიც შეიძლება მცენარის ზედაპირზე იყოს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, გვეცვას შარვალი. ასევე, არა ღია და უკიდურესად გახსნილი ფეხსაცმელი. მესმის, რომ ზაფხული კომფორტს გვიქმნის, დახურული ფეხსაცმლით არ გადავაადგილდეთ, მაგრამ ე.წ. ორთითა ფლოსტები რეალურად რისკია, როდესაც ადამიანები ბუნების წიაღში მოძრაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×