დახურვა
სტილი
06.09.2022

ნინო ჩხეიძის ქალიშვილი, მარიამ კორახაშვილი წელს სტუდენტი გახდა და ამერიკული უნივერსიტეტის „ვებსტერის“ ქართულ ფილიალში ჩააბარა. ნინომ ვერაფრით გაუშვა ქალიშვილი, რომელიც დედისერთაა მარტო აშშ-ში სასწავლებლად, თუმცა ამ უნივერსიტეტს ვენაშიც აქვს ფილიალი, შესაბამისად, შესაძლოა, მომღერალმა სამომავლოდ გადაწყვიტოს კიდევ შვილის საზღვარგარეთ წაყვანა, თუმცა თავადაც გაჰყვება.

ნინო ჩხეიძე: 

როცა მე ვაბარებდი, ორი წლით ადრე ჩემი ოჯახის წევრები მთლიანად იყვნენ ჩართული ფაკულტეტის არჩევასა თუ სხვა საკითხებში, მარიკომ კი მშვიდად თავად აარჩია უნივერსიტეტი, მითხრა, რაშიც სჭირდებოდა მომზადება. ძალიან უნდოდა აშშ-ში სასწავლებლად გამგზავრება, თუმცა რადგან დედისერთაა, მე ჩამერთო შიშის მომენტი და არაფრით არ მინდოდა მისი მარტო გაშვება. ვერაფერზე ვფიქრობდი სხვაზე. თავად მოძებნა უნივერსიტეტი, რომლის ფილიალიც ახლახან გაიხსნა თბილისში და აქ ისწავლის. თუკი მარიკოს მოუნდება ან ვენაში ან აშშ-ში გადასვლა, ამას უპრობლემოდ შეძლებს. ევროპაში ცხოვრება ყოველთვის მინდოდა და შესაძლოა, მომავალ წელს ვენაში გადავიდეთ საცხოვრებლად. ეს სამომავლო გეგმები, ჯერ მაინც ვფიქრობ.

მედიამართვის ფაკულტეტი აარჩია. სხვათა შორის, მარიკო ძალიან კარგად ხატავს, გრაფიკაში. ვფიქრობდი, რომ ამ მიმართულებას გაჰყვებოდა, მაგრამ თავად მედია აირჩია. როცა ორსულად ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ყვავილის დახატვაც არ შემიძლია, მთელი 9 თვის განმავლობაში ვყიდულობდი ფანქრებს და ვხატავდი. სულ ვიცოდი, რომ მარიკოს ხატვის ნიჭი ექნებოდა. მართლა ძალიან კარგად ხატავს, მაგრამ ამ ეტაპზე მედიამართვა შეარჩია. მეც გამიხარდა, რადგან მგონია, რომ სამომავლოდ ჩემს საქმიანობაში მომეხმარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×