დახურვა
სტილი
16.09.2022

რუსთაველის თეატრის მსახიობი ქეთი სვანიძე ჟურნალ „თბილისელებთან" იხსენებს, თუ როგორ იწინასწარმეტყველა მისი გათხოვების ამბავი რეჟისორმა რობერტ სტურუამ:

„ჩემმა მეუღლემ ძალიან ლამაზი სიურპრიზი გამიკეთა. ახალ წელს მთელი ჩვენი სამეგობრო შეკრიბა და მოულოდნელად ხელი მთხოვა. ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკული და ლამაზი გამოვიდა. ყოველთვის მიყვარდა მსგავსი ჟესტები და ძალიან გამახარა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მაშინ საახალწლო სპექტაკლს ვაკეთებდით. ბატონი რობიკო ამ სპექტაკლში მნიშნავდა, ეს რეპეტიციებზე უკვე გაკეთებული გვქონდა და ზურამ ეს სცენა რეალობად აქცია (იცინის).

ხშირად აღნიშნავენ ხოლმე ბატონი რობიკოს წინასწარმეტყველურ უნარს და ესეც რომ დაემთხვა, ძალიან ბევრს ვხუმრობდით. განსაკუთრებულად ბედნიერად მახსოვს ეს პერიოდი, ეს ამბავი..."

"თბილისელები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×