დახურვა
სტილი
19.09.2022

პოპულარული წყვილი, რომელიც სოციალურ ქსელებში ცნობილია, როგორც ikanatia13, კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

ნათიამ "ინსტაგრამზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავიანთი გასაჭირის შესახებ საუბრობს.

როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა წყვილმა გადაწყვიტა ბინის იპოთეკით შეძენა. თავდაპირველად, გარკვეული პერიოდი, გადასახადს იხდიდნენ, თუმცა სხვადასხვა კონკრეტული პრობლემის გამო წყვილს ყოველთვიური შესატანის გადახდა გაუჭირდა, რის გამოც გადაწყვიტეს ბინის გაყიდვა.

თუმცა ბინა არ იყიდება, პოპულარული და ყველასთვის საყვარელი წყვილი კი საცხოვრებელი ფართის დაკარგვის წინაშე დგას.

როგორც ნათია ვიდეოში აცხადებს, მათ მეგობრებმა და გულშემატკივრებმა დახმარების ხელი გაუწოდეს; ნაწილმა კი, ვისაც სურვილი აქვს, მათ დაეხმაროს, საბანკო ანგარიშის გამოქვეყნება სთხოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×