დახურვა
სტილი
19.09.2022

ულამაზესი ქართველი მოდელი მარიამ გველესიანი და ფეხბურთელი გიორგი პაპავა დაქორწინდნენ. ქორწილი „გარდენია შევარდნაძეში“ გაიმართა, სადაც ნეფე-დედოფლის უახლოესმა გარემოცვამ მოიყარა თავი.

სულ ცოტა ხნის წინ მარიამ გველესიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა: „I said YES” - დაწერა მან. რჩეულმა მას ხელი დუბაიში, რომანტიკული ვახშმის დროს სთხოვა. წყვილის ვიდეოს „ინსტაგრამზე“ დიდი გამოხმაურება და უამრავი მოლოცვა მოჰყვა.

როგორც მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, გიორგი პაპავა მას სოციალურ ქსელში დიდი ხნის განმავლობაში სწერდა, თუმცა თავად გრძნობები ორი წლის შემდეგ გაუჩნდა: „პირველად სუპერმარკეტში დავუნახივარ და მოვწონებივარ. მერე აღმოჩნდა, რომ მისი კლასელი ჩემთან ერთად ემზადებოდა გეოგრაფიაში აბიტურიენტობისას. ჩემი სკოლის წინ ცხოვრობდა, მთელი 12 წელი დავდიოდი იმ ქუჩაზე, მაგრამ არასდროს მინახავს. ორი წლის შემდეგ, კარგად რომ გავიცანი და მისი თვისებები დავინახე, ერთ დღეს, უცებ მივხვდი, რომ მომწონდა. ამის შემდეგ ერთმანეთს ხშირად ვნახულობდით და მოწონება სიყვარულში გადაიზარდა” - ამბობდა მარიამ გველესიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×