დახურვა
სტილი
20.09.2022

ცნობილი მსახიობი ქეთევან კიკნაძე ნიკოლოზ წულუკიძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მისგან დიდი მსახიობი დადგებოდა, მაგრამ თავად ნიკამ არ ისურვა:

„ნიკა წულუკიძე ჩემი სტუდენტი იყო თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტიდან, თეატრმცოდნეობაზე იყო გადმოსული, ერთხელ ვკითხე, რატომ გადმოხვედი ამ ფაკულტეტზე-მეთქი, მიპასუხა: ხმის გამოო, ხმა ჩახლეჩილი მაქვსო.  არადა, მისგან დიდი არტისტი გამოვიდოდა, ეს არტისტიზმი ახლა დევს მასში, ყოველ გადაცემაში, და  ნამდვილი პროფესიონალიზმი  იგრძნობა.

……და სიცილი, ზოგჯერ  ცრემლზე მწარეა”.

იცოცხლე, ჩემო ნიკა!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×