დახურვა
სტილი
22.09.2022

ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს, რომ მომღრალი მალიბუ საცხოვრებლად აშშ-ში გადადის.

"და აი, წავიდა ჩემი გოგოც და წაიღო ჩემი გული

სულ რაღაც 5 წელია, რაც ვმეგობრობთ და იმდენი რამე მოხდა ამ დროში... უმრავი მოგონება, ბევრი შრომა ერთად, ბევრი სიახლე, ბევრი სტრესი და გამარჯვება, თანადგომა ერთმანეთის და ცოტა ვერ ვიჯერებ...

მწყინს, რომ კიდევ ერთი უნიჭიერესი ადამიანი მიდის ქვეყნიდან და მიხარია, რომ სწორედ იქ იქნება, სადაც მის ნიჭს ყველაზე მეტი გასაქანი ექნება. ზუსტად ვიცი და მოუთმენლად ველი მისი წარმატებების ამბებს ამერიკებიდან, მე კიდევ აქ ვრჩები და ბოლომდე ვეცდები ისეთი გარემოს შექმნაში შევიტანო წვლილი, რომ ოდესღაც ყველა დაბრუნეს და ერთად ვიკაშკაშოთ!

ნახვამდის ჩემო გოგო, ათასობით კილომეტრის დაშორებითაც მეყვარები და მაინც გავაძლიერებთ ერთმანეთს! მადლობა, რომ მაჩუქე ლამაზი გრძნობა!

პარასკევს, 23 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე აქ დაიდება ჩვენი სამწუხაროდ უკანასკნელი დუეტი, სიმღერაზე "ასეთი" - დაელოდე", - წერს შეროზია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×