დახურვა
სტილი
27.09.2022

როდესაც ბავშვი 2 წლის ასაკში წიგნებს კითხულობს, ინფორმაციას იმახსოვრებს და გადმოცემა შეუძლია, რა თქმა უნდა, მშობელი ხვდება, რომ მისი შვილი ნიჭიერი და ძალიან ჭკვიანია. თუმცა, ექსპერტის აზრით, არის მაღალი IQ-ს განმსაზღვრელი ისეთი ნიშნები, რომლებსაც შესაძლოა ვერ ამჩნევდეთ ან ყურადღებას არ აქცევდეთ.

ფსიქოლოგი და პედაგოგი ლინ კენდალი ყველაზე დიდ და უძველეს ორგანიზაციაში, Mensa-ში მუშაობს, რომელიც უმაღლესი IQ-ს მქონე ადამიანებს აერთიანებს. ლინ კენდალს საშუალება აქვს, ყველაზე ჭკვიან ბავშვებს დააკვირდეს. ექსპერტი ამბობს, რომ გარდა ინტელექტის ტესტებისა და არაჩვეულებრივი

გონების სხვა აშკარა მაჩვენებლებისა, არის კიდევ რამდენიმე ნიშანი, რომელთა არსებობის შემთხვევაში უნდა ივარაუდოთ, რომ თქვენი შვილი განსაკუთრებულად ნიჭიერია:

ადრეული ასაკიდანვე მათემატიკით დაინტერესება.

თუ ბავშვმა ძილის წინ გთხოვათ, რომ სვეტებად დაყოფა, მათემატიკური საკითხების გადაჭრა ასწავლოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გენიოსად იზრდება.

"ნიჭიერ ბავშვებს ასეთ დროს სულაც არ აფერხებთ ის ფაქტი, რომ წერა-კითხვა არ იციან. მათ გონებაში გამოთვლა შეუძლიათ. მეტიც, სავარაუდოდ, ის მომავალში სხვა სფეროებშიც ბრწყინვალე შედეგს აჩვენებს", - განუცხადა ლინმა The Sun-ს.

ჭკვიანი მშობლები

ვაშლი ხიდან შორს არ ცვივა - გამონათქვამი, რომელიც ძალიან უხდება მაღალი IQ-ის მქონე ბავშვებს. თუ ერთი ან ორივე მშობელი შესანიშნავი გონებით გამოირჩევა, მაშინ ბავშვი, რა თქმა უნდა, კარგი ინტელექტით იქნება დაჯილდოებული. თუმცა, ამ დროს მშობელს, ჭკვიანი ნათესავების ფონზე, შეიძლება საკმაოდ ჩვეულებრივ ბავშვად მოეჩვენოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×