დახურვა
სტილი
29.09.2022

მოდელი, ტელეწამყვანი, მსახიობი და ბიზნესლედი ნუკი კოშკელიშვილი, იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც ყოველთვის გულახდილია, არ ერიდება მის პირად ცხოვრებაზე, ნაკლსა თუ დადებით სახასიათო შტრიხებზე საუბარს. ყოველთვის ფორმაშია და დარწმუნებულია, რომ დასახული მიზნისკენ აუცილებლად გადადგამს ნაბიჯებს და გაიკვლევს გზას ამერიკულ კინოინდუსტრიაში.

ძალიან სირცხვილია, ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ გარკვეული პერიოდი რუსეთში ვიზრდებოდი და ქართულად გამართული წერა-კითხვა არ ვიცოდი. ბავშვობიდან ყველა ქართულად მელაპარაკებოდა და თავისუფლად, უაქცენტოდ ვსაუბრობდი, თუმცა წერა-კითხვა მოგვიანებით ვისწავლე. სხვათა შორის, ახლა რომ ჩავალ ამერიკაში, დაგეგმილი მაქვს, სამსახიობო კურსებზე ვიარო. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ კარგი მსახიობი ვარ. ჩემს თავს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ცოტა უნიჭო მსახიობი ვარ, მეტყობა, რომ ყალბი ვარ, უფრო ტელევიზიაში ვხედავ ჩემს თავს. ასე რომ, წამყვანობა უფრო მინდა, ვიდრე მსახიობობა. ვიცი, ბევრი იტყვის, ტელევიზიაში მოხვედრა ასე ადვილი არ არისო. მე კი ვუპასუხებ, რომ შორეული მიზანი უნდა დაისახო და მისკენ ნელ-ნელა გააგრძელო სხვლა. გზად კი ბევრ კარგ რაღაცას გააკეთებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×