დახურვა
სტილი
30.09.2022

სეზონის ბოლოს, ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ „რუსთავი 2" 15-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა.

როგორც ჟურნალისტი წერს, ბევრი შეტყობინება მიიღო მაყურებლისგან, რის გამოც მადლობელია. მისი თქმით, მალე, აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა სად ამის შესახებ არ საუბრობს.

„ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან - მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები. მიყვარხართ" - წერს გვანცა დარასელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×