დახურვა
სტილი
06.10.2022

ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა ეკა კახიანმა გადაცემა "დღის პოსტში" საკუთარი თავის მოვლის რუტინის შესახებ ისაუბრა:"მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ვიზუალი, გენეტიკაა.

ბებია მყავდა, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა და ზუსტად ასე იყო ბოლომდე.

მას ჰქონდა ერთი თვისება, რაც განსაკუთრებით მომწონდა. 5 საათის მერე არ ჭამდა საჭმელს.

მეც ეს მაქვს წესად, 5-ის მერე არ ვჭამ. საღამოს შეიძლება ძალიან „ლაითად" მივირთვა.

ღამე ორგანიზმი ძალიან ბევრს მუშაობს. ძილის წინ რომ იკვებება ადამიანი, ძალიან დიდი ენერგია სჭირდება ორგანიზმს, რომ აღიდგინოს

ძალა.

აღნაგობა, რომელიც გაქვს, არის გენეტიკა და თუ მოუვლი, იქნები კარგად.

მე ვვარჯიშობ, არ ვეწევი, არ ვსვამ... ფეხით ნაკლებად დავდიოდი, ამ ბოლო დროს დავიწყე და თურმე ძალიან კარგი ყოფილა", - თქვა ეკა კახიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×