დახურვა
სტილი
07.10.2022

სოციალურ ქსელში გიორგი ღოღობერიძე უკვე დიდი ხანია, რაც პოპულარულია. ის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს და საზოგადოებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე რჩევებს აძლევს. ამჯერად მან პასუხი გასცა კითხვას, შეიძლება თუ არა წყლის მიღება საკვების მიღების დროს:

"წყლის მიღება შეიძლება ნებისმიერ დროს, გააჩნია მდგომარეობას. თუ ხარ ჯანმრთელი ადამიანი, მაშინ წყლის მიღება არაფერს შეცვლის, არ შეიცვლება მჟავიანობა კუჭში. საკვები ისედაც შეიცავს გარკვეული დოზით წყალს, მაგალითად, კიტრში 96% წყალია, მაგრამ ადამიანი მას ჩვეულებრივ ინელებს.

როდესაც საკვები კუჭში აღმოჩნდება, მას დახვდება მარილმჟავა, ეს არის ის მჟავა, რომელიც საკვებში არსებულ მავნე ნივთიერებებს ანადგურებს და მეორეს მხრივ, ქმნის ხელსაყრელ გარემოს რომ ფერმენტმა პეპსინმა, რომელიც ცილოვან საკვებს შლის, იმოქმედოს. ჩვენს კუჭში საკვების მონელება გრძელდება საშუალოდ 4 საათით, ამ დროის განმავლობაში მარილმჟავა და პეპსინი მუშაობენ ერთად.

ჩატარდა მცირე კვლევა, 12 კვირიანი. ადამიანი, რომელიც საკვების მიღებამდე სვამდა წყალს, წონაში დაიკლო.თუ საკვების მიღებამდე დალევთ წყალს, დაგიქვეითდებათ შიმშილის გრძნობა, ამიტომ იმდენად აღარ გშივდებათ და შესაბამისად, ნაკლებს მიირთმევთ.

ყველა ადამიანში შეიძლება წყლის მიღება საკვების მიღების პერიოდში?

პასუხი არის არა, თუ თქვენ გაქვთ დაქვეითებული მჟავიანობა, არ არის სასურველი საკვებისა და წყლის ერთდროულად მიღება. განსაკუთრებით, თუ გაწუხებთ გასტროეზოფაგური რეფლექსი და გაწუხებთ გულძმარვა.

გაითვალისწინეთ: ძალიან ცივი წყლის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან ფერმენტები მუშაობენ გარკვეული ტემპერატურის ფარგლებში, კუჭისთვის ტემპერატურის შენარჩუნება გართულდება" - განმარტავს გიორგი ღოღობერიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×