დახურვა
სტილი
08.10.2022

ცნობილი ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი, რომელიც ჩაცმის განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა, სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს გვიზიარებს.

ამჯერად, ქეთიმ ვინტაჟური სტილი მოირგო და საკუთარ გამომწერებს მიმართა.

"მიყვარს ვინტაჟური ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი, ეს პიჯაკიც ვინტაჟურ მაღაზიაში "ინსტაგრამ" გვერდიდან ვიყიდე 2 წლის წინ, რომელიც ან გაუქმდა ან დამეკარგა, თუ კიდევ არსებობთ გთხოვთ შემეხმიანეთ!!

ვიცი ჩემი გამომწერებიდანაც ბევრს მოგწონთ ვინტაჟური ტანსაცმელი, ამიტომ გთხოვთ არ დავიზაროთ და კარგი ინსტაგრამ გვერდები ან ადგილები თბილისში სად შეგვიძლია ვიყიდოთ ასეთი ტანსაცმელი დავწეროთ კომენტარებში," - წერს ქეთი ხატიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×