დახურვა
სტილი
12.10.2022

ცოტა ხნის წინ გიორგი გილიგაშვილი საზოგადოების წინაშე დასთან – ნუცა გილიგაშვილთან ერთად წარდგა ახალი სიმღერით – „არ დათვალო“. მათმა დუეტმა მაყურებელში განსაკუთრებული სითბო და სიყვარული დაიმსახურა.

"ჩვენი სიმღერა „არ დათვალო“, მოკლე დროში ბევრმა შეიყვარა, რაც ძალიან მიხარია. ის ჩემმა ძამიკომ – გიორგიმ დაწერა, დაახლოებით, 10-15 წლის წინ. ახლა გადაცემაში რომ დაგვიძახეს, თვალი გადავავლეთ მის სიმღერებს და შესასრულებლად ეს ავარჩიეთ. ერთი შეხედვით, მარტივი, რეალურად ღრმა და თბილი სიმღერაა. მე და ჩემი ძმა ამ სიმღერას ჩვენს მეორე ნახევრებს ვუმღერით, რომელიც ჯერ არ გვყავს (იცინის). გიორგის სიმღერაში რომ გოგოს ხმა სჭირდება ხოლმე, ყოველთვის ვეხმარები, მაგრამ დამოუკიდებელი დუეტი აქამდე არ გვქონია. ეს არის ჩვენთვის პირველი პროფესიონალური ნამუშევარი და მიხარია, რომ ბევრს მოეწონა...

ხმასთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად იყო. თავიდან საერთოდ ვერ ლაპარაკობდა. ჩურჩულით, ნელ-ნელა დაიწყო და მადლობა ღმერთს, სასაუბრო ხმა დაუბრუნდა. მერე ნელ-ნელა სასიმღერო ხმაც დაიბრუნა. ექიმმა უთხრა, ისეთი რამ მოგაშორე ყელიდან, ბევრად უფრო მაგარი ხმა გექნებაო. მადლობა ღმერთს ამ შედეგისთვის. გიორგი ისევ გადის რეაბილიტაციას. საოცარ ადამიანს შევხვდით – ვოკალის პედაგოგს, ლალიკო ბერაძეს. მან თავდაყირა დააყენა ჩემი და გიორგის ცხოვრება. ის არა მხოლოდ ვოკალის პედაგოგია, მკურნალია და გიორგის ზუსტად ისეთი დოზებით აწვდის სიმღერას, რომ იოგები არ დაუზიანდეს. მეც მასთან ვმუშაობ და მისი უზომოდ მადლობლები ვართ",- განუცხადა ნუცა გილიგაშვილმა "თბილისელებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×