დახურვა
სტილი
12.10.2022

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერთი მთა­ვარ პერ­სო­ნა­ჟი, ტა­სოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ქეთა ორ­ბე­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ბავ­შვია. 4 წლის ასაკ­ში მის­ცეს ეს როლი, დღეს კი უკვე 16 წლის არის და მე­თერ­თმე­ტეკლა­სე­ლია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სე­რი­ალ­ში გა­ი­ზარ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ჩცდ" ფი­ნან­სე­ბის უქონ­ლო­ბის გამო გა­ჩერ­და, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი მო­რიგ სე­ზონს ვერ აახ­ლებს. რას ფიქ­რობს ამა­ზე, რა ემო­ცი­ე­ბი აქვს ქეთა ორ­ბე­ლა­ძეს, რო­მელ­საც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ა­ლის გა­რე­შე არც უცხოვ­რია?

"სწავ­ლის მხრი­ვაც საქ­მე მო­მე­მა­ტა, ამ­ჟა­მად ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სწავ­ლამ და­ი­კა­ვა დიდი ად­გი­ლი. აბი­ტუ­რი­ენ­ტი შემ­დეგ წელს გავ­ხდე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ზე მინ­და, "ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში" ჩა­ვა­ბა­რო. ჰუ­მა­ნუ­რი პრო­ფე­სი­აა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბი ბარ­დე­ბა, რაც ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მომ­დის. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ ადა­მი­ა­ნებ­თან, ხალ­ხთან კო­მუ­ნი­კა­ცი­ით და არა­ერ­თი სა­კი­თხით... სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ში ბევ­რი რამ არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი - იუ­რის­ტო­ბა, დიპ­ლო­მა­ტია. მოკ­ლედ, ამ ეტაპ­ზე ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მი­ზი­დავს და მა­ინ­ტე­რე­სებს.

ბევ­რს გას­ჩე­ნია ასე­თი კი­თხვა. უი, "თე­ატ­რა­ლურ­ზე" არ აბა­რებ? ჩემი პა­სუ­ხით გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი რჩე­ბი­ან. ისე, ახ­სნაც არ მაქვს, რა­ტომ არ ვა­ბა­რებ. უბ­რა­ლოდ, არ მინ­და და ეს არის...

"ჩცდ-ზე  ასე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ვის უთ­ქვამს, რომ და­ვამ­თავ­რეთ. ჯერ­ჯე­რო­ბით, რო­გორც მა­ყუ­რე­ბელს, მთელ ჯგუფს, მსა­ხი­ო­ბებს გვაქვს ნა­პერ­წკა­ლი და იმე­დი, რომ გაგ­რძელ­დე­ბა. რომ ვი­ფიქ­რო, სე­რი­ა­ლი დამ­თავ­რდა, შე­იძ­ლე­ბა ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­დოს. ამი­ტომ, თავს ვე­უბ­ნე­ბი, რომ გაგ­რძელ­დე­ბა. გა­სა­გე­ბია, რომ ოდეს­მე ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი, ეს სე­რი­ა­ლია, რო­მელ­ზეც ვე­რას­დროს ვი­ტყვი - ოდეს­ღაც დამ­თავ­რდე­ბა. სულ მგო­ნია, რომ გაგ­რძელ­დე­ბა. ხალ­ხიც ასეა, რომ მხვდე­ბი­ან, - ვერ წარ­მო­ვიდ­გენთ, რომ დას­რულ­დაო. ეს პრო­ექ­ტი მა­თაც უსას­რუ­ლო ჰგო­ნი­ათ. ისე, ხომ ვამ­ბობ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფრა­ზა ჯერ არც გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა, რომ დამ­თავ­რდა და არ იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფერს ნა­ხავს მა­ყუ­რე­ბე­ლი, რა და რო­გორ",- უთხრა "ambebi.ge"-ს ქეთა ორბელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×