დახურვა
სტილი
15.10.2022

„შევედი კვლევისთვის განკუთვნილ ოთახში, ღიმილით და პოზიტიური განწყობით დავდექი. უცებ ვხედავ ექიმების გაოგნებულ სახეებს. თანდათან მოემატნენ ექიმები და სრულიად ქაოსური მდგომარეობა შეიქმნა კლინიკაში. მითხრეს, ფილტვზე მაქვს წარმონაქმნი, საკმაოდ დიდი" - ამის შესახებ მსახიობმა სალომე შარვაძემ გადაცემაში „დილის შოუ" ისაუბრა.

"მოხდა ისე რომ არასდროს რენტგენი გადაღებული არ მქონია. რატომღაც ვთვლიდი, რომ არ მჭირდებოდა. ერთ-ერთ კარგ კლინიკას ვუკეთებდი რეკლამას და მიღებდნენ სარეკლამო რგოლში.მაშინ მთხოვეს, რომ თუ შეიძლებაო, რომ ეს კონკრეტული პროცედრუა ჩაიტაროთო, რადგან ამ მიმამრთულებით გვინდა სარეკლამო რგოლის გადაღებაო. ძალიან მხიარული და პოზიტიური შევედი და უცებ ვხედავ გაოგნებულ სახეებს, ექიმები გამრავლდნენ და სრულიად ქაოსური მდგომარეობა შეიქმნა კლინიკაში. გავედი და მითხრეს, რომ ფილტვზე მაქვს საკმაოდ დიდი წარმონაქმნი.

მარტო ვიყავი მისული, არვიცი ჩემს თავს რა დატრიალდა, რა აღარ ვიფიქრე. შემდეგ სასწრაფოდ გავიკეთე იქვე სხვა გამოკვლევები და აღმოჩნდა რომ მაქვს წანაზარდი შუასაყარზე. არავითარი სიმპტომი მანამდე არ მქონია, არაფერი არ მაწუხებდა, არადა ამ დროს 5 სმ-იანი წანაზარდია. გადამამსიამართეს ონკოქირურგთან და მითხრეს რომ სასწრაფოდ ოპერაცია იყო გასაკეთებელი. მალევე გავიკეთე.

როგორც გაირკვა, ეს იყო თანდაყოლილი  კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც სულ მქონდა უბრალოდ წლებთან ერთად იზრდებოდა.

აუცილებელია, რომ წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ ჩვენს ჯანმრთელობას მივხედოთ. დასაწყისში ყველაფერს ეშველება." - თქვა სალომე შარვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×