დახურვა
სტილი
15.10.2022

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) ინიციატივით გამოდის, რომ ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის მონუმენტი გაკეთდეს.

"ვიცი, რომ წაიკითხავენ და ისიც ვიცი, გაითვალისწინებენ!..

არ ვიცი, ეს ჩემი აზრია, შადრევანი უნდა გაკეთდეს, მარიტას მონუმენტით ... თაობებმა რომ არასდროს დაივიწყონ, მისი ტრაგიკული ისტორია!..", - წერს პეტრე კოლხი.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეეწირა.

tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×