დახურვა
სტილი
17.10.2022

ტელეწამყვანი, გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას ცხოვრებისეულ რჩევებს უზიარებს.

"დრომ გამოცდა მოგიწყო, ვერ ჩააბარე, დროებით გეპატია.

არ გათამამდე, საშიშია.

ადამიანებს ნუ ჩაგრავ, იმახსოვრებენ.

სიკეთის კეთება ვერ გიშველის, იმიტომ, რომ ანგარებით გაკეთებულ სიკეთეს განგება ფერფლად აქცევს.

თუ თავად არ დამდაბლდები, ადამიანები დაგადამბლებენ, ზოგი მზაკვრობით, ზოგი ვნებით, ზოგიც შეფარული მუქარით.

არ მოგატყუოს მდგომარეობამ, გზა ძალიან მოლიპულია.

მდიდრულ, ძვირიან მაღაზიებთან ადამიანები მოწყალებას არ ითხოვენ. ისინი იაფიან მაღაზიებთან შოულობენ ლუკმა პურის ფულს.

ვერავინ გაიგებს, ვერავინ დაგინახა, შიშით თავს იმშვიდებ?

ყველა ყველაფერს გაიგებს, ყველა ყველაფერს ხვდება.

შენც ხომ ხვდები ბევრ რამეს, შენც ხომ არ გეპატება არაფერი, ასე ვართ ყველა.

ადამიანები წყვეტენ ერთმანეთის ბედს, მტრისას თუ შეცდი.

რა ვქნა, მითხრეს და მეც გითხარი.

ვინც დამიჯერა, დაღუპვას გადაურჩა.

ვინც ჩაიქირქილა წაიქცა.

ღმერთმა ყველას გიშველოთ", - წერს ტელეწამყვანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×