დახურვა
სტილი
18.10.2022

ქართველ სპორტსმენს, გიორგი ლორიას საზოგადოება კარგად იცნობს. ის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარეა და გულშემატკივართა აურაცხელი არმია ჰყავს.

გიორგი ლორია ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა, სადაც მეუღლის შესახებ ისაუბრა:

„მეუღლემ მომწერა და მითხრა, ჩემზე თქვი, რომ გიყვარვარო… 10 წელია ერთად ვართ მე და სალი. ადამიანს ჩემი ასე ესმოდეს, იშვიათია. ძალიან მაგრად მიგებს. მეც ვუგებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის უფრო მიგებს ბევრ რაღაცაში. მაგრად მომყვება. რამდენი რამე გამოვიარეთ ერთად. თბილისის "დინამოდან" წასვლით დაიწყო…

მგონი, სიყვარული არ ნელდება. ჩემი 

ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სიყვარული სულ თანმდევია. მონატრება არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ის გაანელოს. ჩემთან ერთად არ ცხოვრობს კვიპროსში, მიდის და მოდის, მაძლევს მონატრების საშუალებას. ამას თავისებური მუღამი აქვს. ადრე უფრო ვეუბნებოდი, რომ მიყვარს… სალი, მიყვარხარ…“ - თქვა გიორგი ლორიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×