დახურვა
სტილი
19.10.2022

თიკა ფაცაციას 18 ოქტომბერს დაბადების დღე ჰქონდა. დილიდან „რუსთავი 2"-ზე მას ორიგინალურად მიულოცეს იუბილე და შესანიშნავი სიურპრიზები გაუკეთეს.

საღამოს თიკამ მეგობრების წრეში გადაინაცვლა, სადაც ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად ეს დღე მხიარულად გაატარა, ჩააქრო ტორტი და ისიამოვნა ახლობლების გარემოცვის მიერ შესრულებული სადაბადებისდღეო სიმღერით.

თიკას დაბადების დღეს მისი ვარსკვლავი მეგობრებიდან ესწრებოდნენ აჩიკო სოლოღაშვილი, მანიკა ასათიანი, ლალი ტოტიკაშვილი, თაკო ჩხეიძე და გვანცა დარასელია, რომლებმაც პოპულარულ ესპანურ სიმღერაზე ერთობლივი ცეკვა დადგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×