დახურვა
სტილი
19.10.2022

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თბილისელი ნინო ყურაშვილი ფეისბუქზე ინფორმაციას ავრცელებს შესაძლო ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებიოთ და მშობლებს აფრთხილებს.

"სკოლებთან ვიღაც ტიპები მანქანით ხვდებიან მოსწავლე გოგოებს და სახლამდე გაყვანას სთავაზობენ, სხვადასხვა მოტივით. ერთ-ერთია რომ მშობლების ახლობლები არიან.

მშობლები გაგვაფრთხილეს და თქვენ გაფრთხილებთ, შვილებს გაესაუბრეთ. ბოლო სამ დღეში მეოთხე ასეთი შემთხვევის შესახებ გავიგე.

მანიაკი, მანიაკიო, მაგრამ ეს უფრო ორგანიზებულ ჯგუფს ჰგავს. არ ვიცი რა მიზნები აქვთ, ჩვენ ჩვენი შიშები და მოსაზრებები გვაქვს 90-იანებში გაზრდილებს. ვარაუდია, დარწმუნებით არაფერს ვამბობ.

მოკლედ, ბავშვებთან უფრო ყურადღებით იყავით. და ყვირილი ასწავლეთ. ყვირილი არაა სირცხვილი, როცა საჭიროა", - წერს ყურაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×