დახურვა
სტილი
19.10.2022

ზუკა ხუციშვილი ჟურნალ „სარკესთან" საუბრობს პროექტის შესახებ, რომელშიც ამჟამად მონაწილეობს დედასთან, მაია ჯორჯაძესთან ერთად და რასაკვირველია, საუბრობს მამაზეც, ცნობილ მომღერალ გიო ხუციშვილზე.

ზუკა ხუციშვილი:

გიო ძალიან დიდი ადამიანი იყო, მისი გარდაცვალებით ჩვენს ოჯახში უზარმაზარი სიცარიელე დარჩა, რომლის შევსება შეუძლებელია. იმის ნახევარს თუ გავაკეთებ ცხოვრებაში, რაც მან მოასწრო, კარგი იქნება.

ბევრი რამ შეიცვალა, სანამ მამა იყო, თავი ყოველთვის ბავშვი მეგონა, თუმცა უკვე დაოჯახებულიც ვიყავი. პირველ რიგში, გავიზარდე, სხვა თვალით შევხედე, გავაცნობიერე, რა დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა...

მართალია, მე დამყვა მუსიკალური ნიჭი, მაგრამ მთლიანად ჩემი მშობლების დამსახურებაა, რომ ამ რელსებზე დამაყენეს და განვვითარდი. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი, მამისთვის სიცოცხლეში გადამეხადა მადლობა. სულ ვცდილობ, ისე ვიმღერო, ისე მოვიქცე, იქ იგრძნოს და იამაყოს ჩემით".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×