დახურვა
სტილი
20.10.2022

ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას იტალიაში მოღვაწე მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ნერგაძე წერს, ერთმა პატარა გოგონამ სიყვარულის, ადამიანობის, სულის უტეხობის და თავგანწირვის გაკვეთილი ჩაუტარა მთელ ერს. „ღმერთო, როგორ მეცოდება ეს პატარა გოგო!...რამხელა გული გდებია მკერდში, შვილო!დევის გული გქონია შენ და დევის კიდე, შენი გული... არცერთს არ გიფიქრიათ საკუთარ თავზე...შვილო, დარწმუნებული ვარ, რამხელა ბედნიერების გრძნობით გაგიყოფდა დევი თავის სიცოცხლეს...ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემი დარჩენილი სიცოცხლის ცხრა მეათედს თუ შენ გაჩუქებდა განგება...ეს რამხელა გული გდებია გულში, მარიტა!...შენნაირი შვილის გამზრდელი დედა და მამა ტკივილის და სიმწარის კი არა, ბედნიერების ღირსები არიან... მზე კი დაუბნელდათ...ვერც ვუსამძიმრებ...ერთმა პატარა გოგონამ სიყვარულის, ადამიანობის, სულის უტეხობის და თავგანწირვის გაკვეთილი ჩაგვიტარე მთელ ერს, გაკვეთილი, რომელიც შენი მამისტოლა კაცმა გაიმეორა...ანგელოზებთან ხარ, შვილო, თავად ანგელოსო!...მაპატიე, ვერ გეუბნები იმას, რაც შიგნით მიტრიალებს...შენს მშობლებს კი, გული დასჭირდებათ ჩემი?! - აქვთ! სისხლი დასჭირდებათ ჩემი?! - აქვთ! დარჩენილი სიცოცხლე დასჭირდებათ?! - აქვთ", - წერს სოლომონ ნერგაძე. ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ. სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×