დახურვა
სტილი
24.10.2022

ნანა სტამბოლიშვილი ახალი ვარსკვლავია, რომელიც თურქულ შოუბიზნესში ამობრწყინდა. 32 წლის ბათუმელი მოცეკვავე, მსახიობი და მოდელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქული სერიალის "სხვისი შვილის" მესამე სეზონში, მთავარ როლზე დაამტკიცეს და მის შესახებ მალევე ალაპარაკდნენ თურქულ და ქართულ მედიაში. 

ნანა წარმოშობით ბათუმიდანაა და სწორედ ბათუმში ცხოვრობს მისი ოჯახი - დედ-მამა და ძმა, რომელიც ასევე მოცეკვავეა.

ბათუმშივე შექმნა ნანამ ოჯახი ლაშა მგელაძესთან. წყვილს ერთი შვილი ჰყავს. 

გარდა სამსახიობო საქმიანობისა, ნანა დიზაინერია და საკუთარი თანსაცმლის ბრენდი აქვს -

Kartveli Nana. მის ბიოგრაფიაში არის

ასევე მონაწილეობა ბაიარ შაჰინის კლიპში Odoshani და მიუზიკლში "საქართველო".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×