დახურვა
სტილი
24.10.2022

„ბალენსიაგას“ კრეატიულმა დირექტორმა, ქართველმა დიზაინერმა,  დემნა გვასალიამ გამოცემა NYT Style Magazine-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე გაამახვილა ყურადღება.

ახლახან, Demna Daily-მ ინტერვიუდან მორიგი ფრაგმენტი გაავრცელა. სადაც დიზაინერის ფრაზებია გამოტანილი. ინტერვიუდან ვიგებთ, რომ გვასალია ოჯახისთვის სახლს აშენებს. 

„არქიტექტურა ძალიან მაინტერესებს. ახლა ვმუშაობ ერთ პროექტზე. ეს პირადი პროექტია, ნულიდან ვაშენებ სახლს ჩემი ოჯახისთვის, სინათლის ჩამრთველიც კი, ჩემი დიზაინით კეთდება. ასეთი შეხება არქიტექტურასთან აქამდე არასდროს მქონია.

„მოდა მიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში ისეთი რაღაცები მინახავს, ზოგჯერ მოდა უბრალოდ სულ ერთია. პარიზში ცხოვრება ჩემთვის ძალიან დამღლელი იყო. საერთაშორისო მოდის დედაქალაქში ხარ და თან მოდაში მუშაობ. ნორმალური ფუნქციონირებისთვის დამჭირდა, რომ პარიზიდან გადავსულიყავი. შვეიცარია სამოთხესავითაა, მომწონს აქ ცხოვრება. რაც შვეიცარიაში გადმოვედი, პარიზიც უფრო შემიყვარდა. ახლა თვეში მხოლოდ ერთხელ მიწევს პარიზში ჩასვლა და უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ იქ ყოფნით, ვიდრე მანამდე. პოპულარობა საშიშია. როცა იცი, რომ ნებისმიერი რამ რასაც გამოუშვებ, გაიყიდება. დღემდე მაქვს განცდა, რომ მოდის სხვა პლანეტაზე ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინდუსტრიის ცენტრში ვარ“, – აცხადებს დემნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×