დახურვა
სტილი
25.10.2022

სოფია კვინიკაძეს, რომელიც სოციალურ ქსელში ბლოგებს სახელით Depressed Georgian in South Korea აქვეყნებს, უამრავი ადამიანი იცნობს და გულშემატკივრობს. სოფია სამხრეთ კორეაში, სეულში ცხოვრობს და საკუთარ ყოველდღიურობას მაყურებლებს ხშირად უზიარებს. გარდა იმისა, რომ სოფია მასწავლებელია და როგორც ინგლისურ, ისე კორეულ ენას ასწავლის, მან ცოტა ხნის წინ კონტრაქტი ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოსთანაც გააფორმა და პლუს ზომის მოდელის კარიერაც დაიწყო. სულ ცოტა ხნის წინ მან საკუთარ გვერდზე სასიხარულო სიახლე გამოაქვეყნა - სოფიას ფოტო საფრანგეთში დაფუძნებული საერთაშორისო ჟურნალის - MALVIE

Magazine-ის ყდაზეც დაიბეჭდა: "ნახეთ, რა ლამაზები ვართ ყველა" - წერს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×